Tbilisi Free Zone

manchester heading triangle 1

პროდუქცია და მომსახურება

Built-to-Suit ობიექტები თბილისის თავისუფალ ზონაში

თბილისის თავისუფალი ზონა გთავაზობთ Built-to-Suit ობიექტებს, რომლებიც მორგებულია ჩვენი მომხმარებლის კონკრეტულ საჭიროებებზე. თავისუფალი სავაჭრო ზონის ახალმა მმართველობამ  გადაწყვიტა დანერგოს ეგრეთ წოდებული „Plug-in & Play“ თავისუფალი ზონის მართვის მოდელი ყველა მოიჯარისთვის, რაც იმას ნიშნავს, რომ თავისუფალი სავაჭრო ზონა აშენებს, აერთებს, აღჭურავს და გადასცემს ახალ ობიექტებს ჩვენი კლიენტების საჭიროებების შესაბამისად. ჩვენ გთავაზობთ საოპერაციოდ მზა სამრეწველო და სასაწყობო პროექტებს, რომლებიც სრულად მოიცავს საჭირო ნაკრებს, მათ შორის 25 მგვტ-მდე სიმძლავრის ელექტროენერგიის მოხმარებას ყველაზე დაბალი ტარიფებით.

მიწის ნაკვეთები მშენებლობისთვის

მათ, ვინც საკუთარი ობიექტების აშენებას ამჯობინებს, თბილისის თავისუფალი ზონა რეგიონში სთავაზობს მიწის ნაკვეთებს კონკურენტუნარიან ფასად. სამრეწველო და სასაწყობო ფართების მრავალფეროვნების წყალობით, რომლის ფართიც 1000 კვმ. იწყება, შეგიძლიათ თავად შექმნათ ობიექტი, რომელიც იდეალურად შეესაბამება თქვენი ბიზნესის მოთხოვნებს. თქვენი მოხერხებულობისთვის ხელმისაწვდომია გრძელვადიანი იჯარის ვარიანტები.

სრულიად ახალი მზა შენობები საქართველოს დედაქალაქში დაუყოვნებლივი გამოყენებისთვის.

ინდივიდუალური პროექტების გარდა, თიზ-ი გთავაზობთ საერთო მოხმარების ობიექტებს, რომლებიც აკმაყოფილებს ყველა ჩვენი მოიჯარის საჭიროებებს. ქვემოთ მოყვანილია ჩვენი ახალი მზა შენობების ზოგიერთი ძირითადი მახასიათებლები:

  • მინიმალური სიმაღლე 5 მეტრი

  • მინიმალური ფართი - 50 კვადრატული მეტრი

  • აღჭურვილი დასატვირთი პანდუსით ეფექტური მუშაობისთვის

  • ელიტარული ფართები, რომლებიც აერთიანებენ ფუნქციონალობას და ეკონომიურობას

  • ადმინისტრაციული შენობების ხემისაწვდომობა თქვენი კომფორტისთვის

  • იჯარის მოქნილი ვადები ხელშემწყობია როგორც მოკლევადიანი, ასევე გრძელვადიანი სასაწყობო საჭიროებების დასაკმაყოფილებლად

  • გადახდის მოქნილი შესაძლებლობები თქვენი ფინანსური უპირატესობების შესაბამისად

  • ყველა კომუნალური მომსახურება დაერთებულია შეუფერხებლად მუშაობისთვის

გაფართოებული გადაწყვეტილებები და ინტეგრირებული სერვისები თბილისის თავისუფალი ზონის რეზიდენტებისთვის

თბილისის თავისუფალი ზონის ახალი ხელმძღვანელობა მიზნად ისახავს ეტაპობრივად შექმნას საუკეთესო პაკეტები ჩვენი რეზიდენტებისთვის, რაც მათ საშუალებას მისცემს ნაკლები დრო დახარჯონ ძიებაზე და მეტი დრო დაუთმონ ამოცანების შესრულებას. ამ სულისკვეთებით, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვზრუნავთ უზრუნველვყოთ ობიექტები, რომელთა გარეგნულ იერსახეში შეიგრძნობა უმაღლესი ხარისხი, ჩვენი ვალდებულებები ბევრად უფრო ღრმაა: თიზ–მა დაიწყო მრავალრიცხოვანი სერვისების ინტენსიურად ინტეგრირება ტერიტორიაზე და მის ფარგლებს გარეთ, რომლებიც ემსახურება ჩვენი მოიჯარეების საოპერაციო კეთილდღეობას.

  • ტვირთების დატვირთვა/გადმოტვირთვა
    უბრალოდ შეგვატყობინეთ ერთი დღით ადრე და ჩვენი მომსახურე პერსონალი ოპერატიულად გაუმკლავდება ყველა სახის და მოცულობის ტვირთს ჩანგლური (ორკაპა) სატვირთველებისა და მუშახელის გამოყენებით.
  • მშენებლობა და რემონტი:
    თიზ-ის ფარგლებში ჩვენ ვთავაზობთ კომპლექსურ მომსახურებას პროექტირების, მშენებლობის და რემონტის კუთხით. ჩვენი ტარიფები კონკურენტუნარიანია, რაც ჩვენი მოიჯარეებისთვის ეკონომიკური ეფექტიანობის გარანტიას იძლევა.
  • საბაჟო საბროკერო მომსახურება
    ჩვენი პარტნიორი ბროკერები დროულად მოამზადებენ საჭირო დოკუმენტებს და განახორციელებენ თქვენი საქონლის საბაჟო გაფორმებას ერთი საათის განმავლობაში.
  • ადგილობრივი ნებართვები მშენებლობისთვის
    თიზ-ის მეშვეობით შეგიძლიათ მიიღოთ მშენებლობის ნებართვა სულ რაღაც 3 დღეში. ვინაიდან თიზ ადგილობრივი სახელისუფლებო ორგანოებისგან დამოუკიდებლად მუშაობს, კომპანიები მნიშვნელოვან დროს, ენერგიას და რესურსებს ზოგავენ.
  • დასუფთავება და ნარჩენების გატანა
    ჩვენთვის თიზ-ში მნიშვნელოვანია სუფთა და კარგად მართული გარემოს შენარჩუნება. ჩვენ გთავაზობთ სწრაფ და ხელმისაწვდომ დასუფთავების მომსახურებას როგორც სამრეწველო, ასევე საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანის მიზნით.
  • ობიექტების მართვის მომსახურება
    ჩვენი მომსახურება ობიექტების მართვის კუთხით მოიცავს სადღეღამისო დაცვას, საიმედო მაღალსიჩქარიან ინტერნეტ- მხარდაჭერას, ინფრასტრუქტურის მომსახურებას და აგრეთვე ტვირთის მიღების, შენახვისა და გაცემის სერვისებს. ჩვენ მიზნად ვისახავთ უზრუნველვყოთ კომფორტი და კმაყოფილება ჩვენი თიზ საზოგადოებისთვის.
  • კომპანიის რეგისტრაცია
    ჩვენ შეგვიძლია დავარეგისტრიროთ თქვენი კომპანია თუნდაც დისტანციურად 1 დღის განმავლობაში. უბრალოდ გამოგვიგზავნეთ საჭირო ნოტარიულად ან აპოსტილით დამოწმებული მინდობილობა და ჩვენ თქვენ მაგივრად გავაფორმებთ მთელ დოკუმენტაციას.
  • საბანკო ანგარიშის გახსნა
    ჩვენ გთავაზობთ სწრაფ და მოქნილ გადაწყვეტილებებს საბანკო ანგარიშებთან დაკავშირებით თიზ-ის რეზიდენტი კომპანიებისთვის, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო დონეზე.
  • წარმოშობის სერტიფიკატი
    თიზ-ის სამრეწველო/საწარმოო კომპანიებს უფლება აქვთ მიიღონ საქართველოს წარმოშობის სერტიფიკატები, რაც მათ საშუალებას აძლევს გადასახადებისა და კვოტების გარეშე აწარმოონ ვაჭრობა ევროკავშირთან, ჩინეთთან, თურქეთთან, უკრაინასთან და დსთ-ს ქვეყნებთან. ჩვენ დაგეხმარებით ამ სერტიფიკატების სწრაფად და მარტივად მიღებაში.
  • ფინანსები და ბუღალტრული აღრიცხვა
    ჩვენი პროფესიონალი პარტნიორები დაგეხმარებიან თქვენი ფინანსების შეუფერხებლად მართვაში. თავისუფალი ზონის გამარტივებული ოპერაციები შეგიმცირებთ ამ სერვისებზე გაწეულ ხარჯებს.
  • რეკომენდაციები ადგილობრივი მოთხოვნებისა და პროცედურების შესახებ
    როგორც თქვენი პარტნიორები, ჩვენ მოგცემთ რეკომენდაციებს ყველა მოთხოვნასა და პროცედურასთან დაკავშირებით თქვენი კომპანიის საქმიანობის დაწყებიდან თიზ-ში.
  • რელოკაციის მხარდაჭერა
    ჩვენ შეგვიძლია დაგეხმაროთ თქვენი კომპანიის თანამშრომლებისთვის მუშაობის და ბინადრობის ნებართვების მოპოვებაში. თქვენი თანამშრომლები შეიძლება გახდნენ საქართველოს რეზიდენტები განაცხადის შეტანიდან 10 დღის განმავლობაში.
  • კომუნიკაციები და ნეთვორქინგი
    თუ გჭირდებათ ადგილობრივი პარტნიორები, საკადრო მხარდაჭერა, იურიდიული კონსულტაცია, ლოგისტიკური გადაწყვეტილებები ან სახელმწიფო დაწესებულებებთან კავშირი, ჩვენ დაგეხმარებით. საჭიროების შემთხვევაში, ჩვენ შეგვიძლია დაგეხმაროთ თქვენი კავშირებისა და მხარდაჭერის კუთხით.
  • Icon 1

მიიღეთ უფასო კონსულტაცია